უკრაინიდან ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

"მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ამ თემაზე საუბარი მქონდა და დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე არიან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება და ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული. მინისტრმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ჩვენ საელჩოს ვინარჩუნებთ და არ ვახდენთ მათ ევაკუაციას ამ მეტად მძიმე დროს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის“, -

აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი