"ხვალ, 28 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ხელი მოვაწეროთ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას" | ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

 ხვალ, 28 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ხელი მოვაწეროთ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს. 

ხვალ, 28 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ვეპატიჟებით ნებისმიერ მსურველს, რათა ხელი მოვაწეროთ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას.

რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის მიმართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ასახვა საპარლამენტო რეზოლუციაში, ვერ გაბედა ტექსტში რუსეთის, როგორც აგრესორისა და დამნაშავის, ხსენება, ჩვენ, პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი ინიციატივით მოვაწეროთ ხელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას.

გელოდებით ყველას პარლამენტის წინ, ვაჩვენოთ უკრაინას ჩვენი მკაფიო და ურყევი სოლიდარობა!პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ონლაინაც, - წერს ელენე ხოშტარია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი