მხარი დაუჭირე უკრაინას! - დღეს, 15:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"მხარი დაუჭირე უკრაინას!" - ამ ლოზუნგით დღეს, 28 იანვარს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.

პროტესტის პარალელურად ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ხელი მოაწეროს მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ პეტიციას.

"რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის მიმართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ასახვა საპარლამენტო რეზოლუციაში, ვერ გაბედა ტექსტში რუსეთის, როგორც აგრესორისა და დამნაშავის, ხსენება, ჩვენ, პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი ინიციატივით მოვაწეროთ ხელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

პროტესტს უერთდებიან "შეცვალე" "დროა" "გირჩი მეტი თავისუფლება" "სირცხვილია" "დემოკრატიის მცველები". 

ცნობისთვის, პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი