ქორწილი, ნათლობა, ქელეხი... - სუფრაზე მყოფი თითოეული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება

გამოქვეყნდა:

ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ  10-ზე მეტი პირის თავშეყრა 2 ათასი ლარით დაჯარიმდება და ჯარიმა ყველა იქ მყოფის მიმართ იქნება გამოწერილი.

სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ ათზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა- განაცხადა ოხანაშვილმა პარლამენტში.

მისივე თქმით, იმოქმედებს თუ არა რეგულაციები 15 ივლისის შემდგ, ეს იმ დროისათვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი