ოპოზიცია ბორჯომ-ბაკურიანში, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდეს ის ტერიტორია, რომელიც ღარიბაშვილმა ცოლს აჩუქა.
საუბარია ბაკურიანში, 6 ათასი კვადრატული ფართობის ტყეზე, რომელიც ღარიბაშვილის ცოლს 49 წლიანი ჯარით გადაეცა.
რატომ და რის საფუძველზე გააკეთა ეს ბორჯომის საკრებულომ, ამის გასარკვევად ენმ-ს წარმომადგენლები დღეს ადგილზე ჩავიდნენ და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას აპირებენ.