"გამგებელმა თქვაო მე კი არ ვანგრევო, კალაძე ანგრევსო..."- ბულდოზერების გამოჩენას აფრიკის დასახლებაშიც ელოდებიან

გამოქვეყნდა:

მუნიციპალურ ინსპექციას ელოდება მოსახლეობა აფრიკის დასახლებაშიც, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ორხევის შემდეგ მერია მათ საცხოვრებლებსაც დაშლის. 

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები გარიკ აბგანიანი ამბობს, რომ გამგებელმა გუშინ, 27 იანვარს უთხრა, რომ სახლებს დაანგრევდნენ: 

"ალტერნატივას არაფერს არ გვთავაზობთ, რაღაც სისულელე, იდიოტური შემოთავაზებები აქვთ. აქ იყო სანაგვე, ესე გაჭირვებულმა ხალხმა გადავხვიტეთ აქაურობა, რომ ვასწორებდით, ტრაქტორები რომ მოგვყავდა იმას რა ვერ ხედავდნენ?! არავინ არ მოვიდა და არ გვითხრა შეეშვით, რატომ ასუფთავებთო, სახლები ავაშენეთ აქ და იმის მაგივრად, რომ შუქი და გაზი გამოგვიყვანონ და რამენაირად გვერდში დაგვიდგნენ, ასე მოდიან, გვემუქრებიან და გვინგრევენ", - ამბობს ის.

აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექცია და სპეციალური ტექნიკა ჯერ არ გამოჩენილა. მერიამ სახლების დემონტაჟი რამდენიმე თვის წინ ამ დასახლებიდან დაიწყო. კახი კალაძემ 25 ნოემბერს თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და თქვა, რომ  "ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს".

"გამგებელმა თქვაო მე კი არ ვანგრევო, კალაძე ანგრევსო, გამგებელმა თქვა გუშინ, მე უკვე შვიდი თვეა რაც დამინგრიეს, 5 შვილის მამა ვარ, ცოლი მყავს კიბოს ბოლო სტადიით, შვილი მყავს ეპილეფსია აქვს. ორხევში დაიწყეს დანგრევა, ორი ეტაპიაო, ალბათ ეგ არის ორხევი და ეს, ველოდებით, რომ მოვიდნენ", - ამბობს აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ალექსანდრე აბგანიანი.

დილიდან 7 საცხოვრებელი დაანგრია მუნიციპალურმა ინსპექციამ ორხევის დასახლებაშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ გააფრთხილეს ნგრევის შესახებ, თუმცა მათ წასასვლელი არსად აქვთ და არანაირ ალტერნატიულ ფართს არ ფლობენ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი