10 მეტრით გადმოწიეს "საზღვარი" - სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტებმა თხრილები გააკეთეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმი პროვოკაციებს და მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს - ფორმიანებმა ამჯერად სოფელ ჯარიაშენში ნახევარი მეტრის სიღრმის თხრილები გააკეთეს. უკანონო სამუშაოები მათ სასაფლაოს ტერიტორიაზე განახორციელეს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

"გუშინ მთელი დღე მძიმე ტექნიკა მუშაობდა და გადმოსწიეს 10 მეტრით "საზღვარი", ნახირს ვაძოვებდით, სასაფლაოს ადგილი იყო. შეღობეს ნახევრად, მავთულხლართები არ გააბეს, ხევი გააკეთეს და გააფრთხილეს ხალხი, აქეთ აღარ გადმოხვიდეთო", - ამბობს ადგილობრივი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის სასაფლაოზე მისვლა მათთვის უკვე საშიში გახდა.

საოკუპაციო ძალები ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ქართლში განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. ისინი უკანონო სამუშაოებს კირბალსა და მეჯვრისხევშიც ახორციელებენ და დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას გეგმავენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი