
ცხოველისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ცხოველთან მხოლოდ და მხოლოდ უნდა მიიღო თავდაცვითი ზომები - აცხადებს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე უკრაინისთვის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას.
"მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში," კალანდაძემ ისაუბრა იმ სამხედრო, პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთიანობასა და მზადყოფნაზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რაც ახლა უკრაინაშია. კალანდაძე ამბობს, რომ უს, რაც 2014 წელს მოხდა, დღეს ვეღარ განმეორდება, რადგან ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალა და პირველ რიგში, სწორედ შეიარაღებულ ძალებში - "2014 წლის შემდეგ, ყოველ დღე, ყველ წელს იხვეწება გეგმები კონკრეტული მოქმედებებისა, რუსეთის წინააღმდეგ" ამბობს ის.
გენერალი ხაზს უსვამს უშიშროების საბჭოს ფუნქციურ დატვირთვას და ამბობს, რომ უწყებამ მიიღო ის გადაწყვეტილებები რაც სჭირდებოდა ქვეყანას, აღნიშნულ საბჭოს ექვემდებარება ყველა მინისტრი და გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტრო ერთი გუნდია.
"მერწმუნეთ, რომ ე 8 წელი იყო მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ზღუდეების გაძლიერება, თავდაცვის გეგმების დახვეწა და რეზერვის შექმნა" ამბობს გიგი კალანდაძე.
კალანდაძის თქმით, შეიარაღებული ძალები ყველა გეგმისთვის მზადაა. იქნება ეს შეტევა ჩრდილოეთიდან, დონეცკი/ლუგანსკიდან, თუ ყირიმიდან. მისი თქმით, ძირითადად სწორედ ეს 3 მიმართულება განიხილება თავდასხმის დასაწყებად.
"ახლა მთავარია სადაზვერვო მონაცემები და ამ მონაცემებს, გარწმუნებთ, რომ იღებს უკრაინის შეიარაღებული ძალები" - ამბობს გენერალი გიგი კალანდაძე
მისივე თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, აგრესორ რუსეთს უკვე დაწყებული აქვს ჰიბრიდული ომი, რაც ითვალისწინებს ხალხის შეშინებასა და ეკონომიკური კრიზისის გამოწვევას.
რაც შეეხება საქართველო. კითხვაზე როგორ ჩანს უკრაინიდან ჩვენი ქვეყნის პოზიცია, ის პასუხობს - "საქართველო არის სამარცხვინო მდგომარეობაში და ძაან მიმძიმს საუბარი და იმ კონკრეტულ სიტუაციაზე საუბარი, რაშიც თავი ჩაიგდო ამ ხელისუფლების მიზეზით" - ამბობს გენერალი გიგი კალანდაძე "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას