სამხრეთ აფრიკაში ტროპიკულ შტორმ „ანას“ 70 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს, ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ გადაუარა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.  

გამოცემა წერს, რომ სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა - აქედან 41 მადაგასკარში, 18 მოზამბიკში, 11 კი მალავიში.

შტორმმა ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი