"ბიზნესის სამართავად, შევარჩიე საქართველოში ორი საუკეთესო ადამიანი" - გია ყარამანიშვილის ჩვენება ნიკა გვარამიასა და კახა დამენიაზე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რუსთავი 2-ის ყოფილი დამფუძნებელი გია ყარამანიშვილი დაიკითხა და დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას წინააღმდეგ პრეტენზია არ ჰქონია

"მე ვთვლი, რომ შევარჩიე საქართველოში საუკეთესო 2 ადამიანი ამ ბიზნესის სამართავად. ერთს მიჰყავდა ერთი მიმართულება, პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო ნიკა გვარამიას საკითხი, მეორე იყო კახა დამენია, რომელიც მიმაჩნია ერთ ერთ საუკეთესო ფინანსისტად საქართველოში და არა მარტო. ყველა პრინციპული საკითხი ჩემთან თანხმდებოდა" განაცხადა სასამართლოზე ყარამანიშვილმა.

პროკურორმა კი დღეს  ჩათვალა, რომ ყარამანიშვილმა მის შეკითხვებს პასუხები არ გასცა და ამტკიცებს, რომ დამფუძნებლობის მიუხედავად, რუსთავი 2-ის მენეჯმენტი მას არ უთანხმებდა გადაწყვეტილებებს და საქმის კურსში არ იყო რა ხდებოდა .

დაცვის მხარე მომდევნო სხდომებზე ქიბარ ხალვაშის დაკითხვას ითხოვს.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი