უკანონოა თუ არა ზუგდიდის ბიუჯეტი | სასამართლოში ენმ-ის საჩივრის განხილვა გადაიდო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრის განხილვა გადაიდო. მიზეზი საკრებულოს იურისტის განცხადება გახდა, რომ ის არ არის უფლებამოსილი პირი, წარმოდგენდეს მხარეს, 
რადგან საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე და ჯერ ახალი მოწვევის საკრებულო  არ ამოქმედებულა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2022 წლის ბიუჯეტი არ არის ზუგდიდელების პრობლემებზე გათვალისწინებული, ბიუჯეტი 46 მილიონია, აქედან 24 მილიონამდე ლარი მერიისა და აიპის თანამშრომლების ხელფასებზეა განსაზღვრული. 

ოპოზიციაში განმარტავავენ, რომ ზუგდიდის ბიუჯეტი მხოლოდ მართველი პარტიის პარტ ინტერესებს ემსახურება.

ვითხოვდით წინა საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების გაუქმებას, რომლითაც მან დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი და დაკრებულო იყო არაუფლებამოსილი, შესაბამისად, დღეს ვითხოვდით ამ საქმის განხილვას და ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ საკრებულოს წარმომადგენელი, რომელიც ესწრებოდა სასამართლოს, თქვა, რომ ის ვერ იყო უფლებამოსილი პირი განეხორციელებინა საკრებულოს უფლებამოსილება სასამართლოზე, ანუ ყოფილიყო საკრებულოს წარმომადგენელი სასამართლოზე, - ამბობს ანი წითლიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი