საიდუმლო აუდინეცია არჩილ თალაკვაძესთან - სკანდალური განცხადებებით და პოლიტიკური მუქარებით გამორჩეული მეუფე იაკობი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ბოდბელი მიტროპოლიტის კადრები მედიასაშაულებებმა იმ დროს გადაიღეს,როცა ის არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შედიოდა. შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირმა საკანონდმელო ორგანო ისე დატოვა, რომ მედიასთან არ გამოჩენილა. საიდუმლო შეხვედრის მიზანზე კომენტარი არც პარლამენტის თავმჯდომარეს გაუკეთებია.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მეუფე იაკობის ვიზიტი საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა წინაასარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. ხელისუფლების ოპონენტებს ბოდბის მიტროპოლიტთან შეკითხვები აქვთ.
პირველი კითხვა იქნებოდა ეს; მან ხომ დაადო ხელი გახარიას, რომელსაც უნდოდა პატრიარქის შეცვლა და რომელსაც უნდოდა ხელისუფლებისთვის სასურველი პატრიარქის მოყვანა ეკლესიაში. მან ეს დაადასტურა რამდენჯერმე სატელევიზიო გამოსვლისას და ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენი მხრიდან იქნებოდა კითხვები ამ მიმართულებით. თუ ის მოგვევლინა ჩვენ "ქართული ოცნების" სიის სათავეში, რა პოზიცია ექნებოდა მას? აი, ამ კითხვას დავუსვამდი მე, - ამბობს, "ნაციონლაური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომან გოცირიძე.
მეუფე იაკობისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ ინფორმირებულები არ არიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები. "ოცნების" წევრები
წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი, შეხვდა, არ შეხვდა?- ამბობს მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კობახიძე.
მეუფე იაკობის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტის თაობაზე საპატრიარქოს განმარტებებეის გაკეთება მოუწევს. გასაიდუმლოებული აუდიენცია ბოდბის მიტროპოლიტიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის შორის დღეს დილით გაიმართა.