"რატომ არ შედგა სამი პრეზიდენტის შეხვედრა?" | თამარ ბაღაშვილის კითხვა სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის პასუხი

გამოქვეყნდა:

"რატომ არ შედგა სამი პრეზიდენტის შეხვედრა?" - ამ შეკითხვით მიმართა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თამარ ბაღაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ცდუნება, რომ ეროვნული "თანხმობა 
ჯადოსნურად გადაწყდება, ვიღაცების შერიგება - გარიგებით".

"მგონი, ამაზე დიდი მაგალითი მივეცი, როდესაც შევხვდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ეპითეტით შემამკეს. არ მინდა, რომ ეს დაკავშირებული იყოს ჩემს ქმედებებთან და არაქმედებასთან.

მე მაქვს ინიციატივა, რომელსაც ყველანაირად, სადაც შევძლებ, მინდა, რომ გავაძლიერო ეს საზოგადოებრივი პლატფორმა. არ მივცე საზოგადოებას მოსაზრება, თუ ცდუნება, რომ ეს გადაწყდება ჯადოსნურად, ვიღაცების შერიგება - გარიგებით. ვინც არ უნდა იყოს ეს, გინდაც ყველაზე მაღალ ვერტიკალზე" - ამბობს ზურაბიშვილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი