მინდა გამოვხატო იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინაში, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა უკრაინის მიმართ სოლიდარობით დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი  არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ

„დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი