პირველი მოხსენება მინისტრის რანგში - ირაკლი ღარიბაშვილმა 40 წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. ღარიბაშვილმა ბოლო პერიოდში გახამურებელ ტენდერებზე, ჯარისკაცების ფეხსაცმელსა და თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით გვარცელებულ ინფორმაციებზე ისაუბრა.ა
ღარიბაშვილმა საკუთარი გამოსვლა ოკუოპაციაზე საუბრით დაიწყო და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზეც ისაუბრა, თუმცა ეს იყო მხოლოდ მცირე ნაწილი. თავდაცვის მინისტრმა დღეს ყველაზე დიდი დრო პოლიტიკურ განცხადებებებს და ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. ღარიბაშვილმა ოპონენტები კიდევ ერთხელ მოიხსენია დესტრუქციულ ძალად და აღნიშნა, რომ ისინი ძალაუფლების მოსახვეჭად ყველაფერს აკეთებენ.
პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების დისკრედიტირების მცდელობის კამპანია, მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას, რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმასაც იძენს - სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების თუ სადეზინფექციო ხსნარის შეძენის საკითხით მანიპულირებენ - ამბობს ღარიბაშვილი
რაც შეეხება გახმაურებულ ტენდრს ჯარისკაცების ფეხსაცმელეთან დაკავშირებით. ღარიბაშვილი ამბობს, რომ დაბალი ფასი იმის შედეგია, რომ თავდაცვის სამინისტრო კატრგად მუშაობს. მისივე თქმით, ქართულ ჯარს დღეს ხარისხიანი ფორმა აცვია.
ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენდნენ. სხდომას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები არ დასწრებიან. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
რომან გოცირიძის განმარტებით გიორგი რურუას გათავისუფლებამდე და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებამდე, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილებას არ იღებს - ერთადერთი ჩემი ინტერესის სფერო არის, რამდენჯერ გადაუხდის ბატონ ბიძინას მადლობას - ამბობს გოცირიძე
სხდომას ესწრებიან უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები. მათ თავდაცვის მინისტრთან პოლიტიკური კითხვები აქვთ, რომელზეც ღარიბაშვილი შესვენების შემდეგ უპასუხებს