"სჯობს, თვითონვე გადადგეს ის მთავრობა, რომელსაც მამუკა მდინარაძის იმედი აქვს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში" | ლამარა აბჟანდაძე

გამოქვეყნდა:

"სჯობს, თვითონვე გადადგეს ის მთავრობა, რომელსაც მამუკა მდინარაძის იმედი აქვს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში" - ამის შესახებ ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე Facebook-ზე წერს.

მე ვფიქრობ, ქართული ოცნების მიერ შედგენილი ტექსტი უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც მდინარაძემ გაგვაცნო, არის რუსეთთან ჩახუტების კიდევ ერთი მცდელობა ოცნების მიერ. სხვა რა ვუწოდო იმ ტექსტს, რომელშიც არსად არაა ნახსენები რუსეთის ოკუპაციაზე უკრაინაში. უკრაინა დღეს ომის ზღვარზე რომაა, განა ეს რუსეთის ბრალი არ არის? ამიტომ ახლა ყველამ უნდა დაგმოს რუსეთის და ბელორუსის ერთობლივი შემტევი პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ.

და რას აკეთებს ამ დროს ოცნების ხელისუფლება? არაფერს გარდა იმისა, რომ პირი მოწმინდოს და მაგრად ჩაეხუტოს რუსეთს. ასეთი ხელისუფლება ჩვენ არ გვჭირდება. ჯობს თითონვე გადადგეს ის მთავრობა, რომელსაც მამუკა მდინარაძის იმედი აქვს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში, - წერს ლამარა აბჟანდაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი