სასტუმროები და რესტორნები ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებას ითხოვენ. ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების უმრავლესობა მოხსნილია, თუმცა ერთადერთ შეზღუდულ ობიექტად რესტორნები რჩება.  

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, "მწვანე პასპორტს" შედეგი არ აქვს, რადგან პერსონალის აცრა სავალდებულო არ არის, ხელისუფლების დღევანდელი საზრუნავი კი იმუნიზაციის პროცესის გაზრდაა.

"მწვანე პასპორტი, იდეა რომელიც არსებობს, ის არ არის განხორციელებული. დღეს 18 000 შემთხვევა არის და ყველაფერი გახსნილია, შეზღუდვებით მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი", - თქვა რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, მწვანე პასპორტების სისტემა საქართველოში 1 დეკემბერს ამოქმედდა. აღნიშნული სტატუსი სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს და იმ პირებს ენიჭებათ, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი