"კანონიერი ქურდების აშენებულ სასახლეში პოლიციის დეპარტამენტი გაიხსნა" - სააკაშვილის სტატია "ფორინ პოლისში"

გამოქვეყნდა:

ჩვენ ჯერ გავაუქმეთ პოლიცია, შემდეგ კი განახლებული სახით აღვდგინეთ. შეერთბულ შტატებსაც შეუძლია იგივე გააკეთოს - ამ სიტყვებით იწყება  საქართველოს მესამე პრეზიდნეტის მიერ, სპეციალურად "ფორინ პოლისისთვის" დაწერილი სტატია.

მიხეილ სააკშვილი  ამბობს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ის შეუმდგარი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, სადაც პოლიცია დანაშულებრივ ორგანიზაციას წამოადგენდა და ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭირობით იყო დაკავებული.

მიხეილ სააკაშვილის თქმით ძალოვან სტუქტურებში დაბუდებულმა კორუფციამ ე.წ.  კანონიერი ქურდებს გზა გაუხსნა და მათ არამხოლოდ პოლიცია, მოსამართლეებიც ემსახურებოდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სტატიაში იმ რეფორმების შესახებ წერს, რომელიც ახალ გუნდათნ ერთად პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაატარა:

კანონეირი ქურდების მიერ აშენებულ სასახლეში პოლიციის დეპარტამენტები გაიხსნა, დავითხოვეთ ძალოვან სტრუქტურაში  და  საგზაო პოლიციაში დასაქმებული ათასობით ადამიანი, რომლებიც სახემწიფოს ძარცვავდნენ. შევქმენით ახალი საპატრულო პოლიცია და მათ თანამედროვე აღჭურვილობა და უნიფორმები დავურიგეთ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი