სამსახურში არ მივიღე, მისი ინტელექტი არ შეესაბამებოდა რიგითი ოპერის ინტელექტსაც კი - ოქრუაშვილი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

არაფრისმომცემი და სისულელე- ასე აფასებს თავდაცვის მოქმედი მინისტრის დღევანდელ განცხადებებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რეალობას არის აცდენილი. ოქრუაშვილმა მისი შს მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მან ღარიბაშვილი სამსახურში ინტელექტის არქონის გამო არ მიიღო:

ღარიბაშვილი ერთხელ მომიყვანეს გარკვეული რეკომენდაციით. მას სურვილი ჰქონდა, რომ ქალაქის პოლიციაში რიგით ოპერად დაეწყო მუშაობა და არ მივიღე მაშინ იმიტომ, რომ მისი ინტექლექტი არ შეესაბამედბოდა რიგითი ოპერის ინტელექტს და მოთხოვნებსაც კი" განაცხადა ოქრუაშვილმა "დღის სტუმარში" საუბრისას.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ ოპონენტებს დესტრუქციული ძალა უწოდა და თქვა, რომ ისნი შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის იმიჯის შელახვას მიზანმიმართულად ცდილობენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი