ხელისუფლება ბულდოზერებით ანგრევს უსახლკარო ადამიანების თავშესაფრებს, სამაგიეროდ თავისუფლად იფორმებს სახელწიფოს კუთვნილ ტყეებს - 6 ჰექტარი ტყე პრემერის ცოლისთვის, 10 ჰექტარი კი დავით ნარმანიას მეუღლისთვის - მმართველ პარტიაში, მეუღლეებისთვის პომპეზური საჩუქრების გაკეთებამ კამპანიური სახე მიიღო. ახლა პრემიერის პირადი მცველები მისი პირადი ქონების სადარაჯოზე დგანან და გაყიდულ ტყესთან მიახლოების უფლებას არავის აძლევენ.
ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, 15 წუთის განმავლობაში, ჟურნალისტების კითხვებს გაურბოდა. ქვეყნის პრემიერთან მედიას ერთადერთი შეკითხვა ჰქონდა - რატომ აჩუქა ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანის ტყე, რომელსაც ახლა ღარიბაშვილის დავალებით, პოლიცია და "ქართული ოცნების" აქტივისტები იცავენ.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არც თბილისის ყოფილ მერს და მარეგულირებელი კომისიის თვამჯდომარეს აქვს, რატომ გადასცეს საბადურის ტყის 10 ჰექტარი, მის მეუღლეს, რომლის კომპანია, როგორც ირკვევა, მითითებულ მისამართზე საერთოდ არ არსებობს.