"მთავარი არხი" მსოფლიოს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში. ჩვენი ჟურნალისტი, ნათია ტრაპაიძე და ოპერატორი, ლევან კალანდია, უკრაინის ყველაზე სტრატეგიულ წერტილში, უკრაინელ და ქართველ სამხედროებთან ერთად, სწორედ იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ნებისმიერ წუთს, რუსულ სამხედრო აგესიას ელოდება.
პუტინის სამხედრო ავანტურის მოლოდინში, უკრაინა, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ნებისმეირი სცენარისთვის მზად არის.