
აშშ დამანგრეველი ციკლონის მოლოდინშია. CNN-ის ცნობით, გაუქმდა 3 500-ზე მეტი რეისი. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ კი ამერიკის 10 შტატია, მათ შორის ნიუ იორკი და მასაჩუსეტსი.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებმა საკვების მომარაგება უკვე დაიწყეს.
