თითოეულმა დევნილმა ბინა უახლოეს 2 წელიწადში უნდა მიიღოს - ენმ-მ დევნილების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად გეგმა წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად გეგმა წარადგინა.

გეგმის თანახმად, 2 წლის განმავლობაში ყველა დევნილი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო უახლოეს 6 თვეში ის პირები მიიღებენ ბინებს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრებენ.

"ჩვენი გეგმაა, რომ თითოეულმა დევნილმა თავისი კუთვნილი საცხოვრებელი მიიღოს უახლოეს 2 წელიწადში, ხოლო ის ობიექტები, რომელიც არის ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში, იქ მაცხოვრებელმა დევნილებმა მიიღონ კუთვნილი თავშესაფრები უახლოესი 6 თვის განმავლობაში. სახელმწიფოს შეუძლია, თითოეული დევნილი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით", - თქვა ბესო შენგელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი