"ბრალდებულმა ქალს ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში მიაყენა" - შსს-ს ​​ჯუგაანში მომხდარ მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ჯუგაანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1979 წელს დაბადებული მ.მ. დააკავა, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.ბ. გარდაიცვალა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი