"ქართული ოცნების" ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს. მისივე თქმით, "ოცნების" ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას განაგრძობს. 

"ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. გადაყვანა იქნება თუ სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა, მისთვის აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში. მოუწევს ქართული ოცნების ხელისუფლებას მისი გათავისუფლება. ხვალ ვაპირებ მასთან შესვლას, მოვინახულებ. თვითონაც ჩემი დაკვირვებით შევაფასებ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამბობს კობა ნაყოფია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი