"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, NATO უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს" - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, NATO უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი BBC-სთან საუბრობს. ამბობს, რომ ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება უკრაინაზე არ ვრცელდება, რადგან ის NATO-ს წევრი არ არის. 

"ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს ჯარისკაცების განთავსებას უკრაინაში. ალიანსის მოკავშირეებს ჰყავთ ტრენერები, ჩვენ ვეხმარებით მათ შესაძლებლობების გაძლიერებაში, თავდაცვის მოდერნიზებაში, მათ შორის კიბერთავდაცვის. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობასაც, თავდაცვით იარაღს, ისევე როგორც დიდმა ბრიტანეთმა, მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა...

ასე რომ, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად, გააძლიეროს შესაძლებლობები და შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ უკრაინა NATO-ს მოკავშირე არაა. ასე რომ, 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა გამოიწვევს პასუხს მთელი ალიანსისგან, ეხება NATO-ს მოკავშირეებს და არა ახლო, ძვირფას პარტნიორებს"- ამბობს სტოლტენბერგი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი