უკრაინის გარშემო რუსული მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება. ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი, ნათია ტრაპაიძე და ლევან კალანდია უკვე რამდენიმე დღეა ევროპის კონტინენტის ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ, დე-ფაქტო საომარ ზონაში, სადაც ერთმა საბედისწერო გასროლამ შესაძლოა ნებისმიერ წამს შეაცვალოს მსოფლიო ისტორიის მსვლელობა.
რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინის გარშემო აქამდეც საკმარისად იყო მობილიზებული, მათ შორის საზღვარზე, ოკუპირებულ ყირიმში, დნესტრისპირეთში და ლუგანსკისა და დონბასის რეგიონებში არაოფიციალური, დაქირავებული მებრძოლების სახით.
მაგრამ, ამჯერად ახალ ახალი დანაყოფები შეჰყავთ ბელარსუსისა და უკრაინის საზღვარზე, ახალი დანაყოფები დაამატეს მთელი რუსულ-უკრაინული საზღვროის გარშემო და დამატებითი ძალების მობილიზაცია კრემლმა დაიწყო შავი ზღვის აკვატორიაშიც.
ეს რკალი სულ უფრო ვიწროვდება - რა შეიძლება მოხდეს:
სამივე ვერსიას უკრიანაც და დასავლეთიც სრულებით სერიზულად განიხილავს და სწორედ ამიტომაც აძლევს ევროპა და ამერიკა უპრეცედეტო მაშტაბის სამხედრო დახმარებას. მაგრამ მთავარი სათქმელი ახლა მაინც უკრაინამ უნდა თქვას, მისმა ხალხმა და შეიარაღებულმა ძალებმა.