
კოალების პოპულაციის გრძელვადიანი დაცვისა და აღდგენის მიზნით, ავსტრალია 50 მილიონი ავსტრალიური დოლარის დახარჯვას აპირებს. ინფორმაციას CNN ქვეყნის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 2018 წლიდან დღემდე, ავსტრალიის ბინადარი კოალების 30% ხანძრების, გვალვებისა და მათთვის სასიცოცხლო გარემოს განადგურების შედეგად დაიღუპა.
"კოალები ავსტრალიის ყველაზე საყვარელი სიმბოლოები არიან, რომლითაც ქვეყანას იცნობენ. მზად ვართ, რომ დავიცვათ მათი თაობები როგორც აქ, ისე მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.