აქტივისტები დღეს იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

დღეს, იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს მესამე პეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მასთან პირადი ექიმის შეშვებაა, რათა ნიკოლოზ ყიფშიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საშუალება მიეცეს.

იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართვის შემდეგ აქტივისტები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაინაცვლებენ და მიხეილ სააკაშვილს მხარდჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

ცნობისთვის, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მის პირად ექიმს არ ეძლევეა. ნიკოლოზ ყიფშიძემ პაციენტის მონახულება რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი