
დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სამი დეპუტატისთვის -ელენე ხოშტარიასთვის, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება მისაღებად პარლმაენტს დღესვე წარედგინება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რათა ოპონენტები პარლამენტში შეასუსტოს.
მანდატების შეწყვეტის საკითხი, სავარაუდოდ, კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება.