"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის - როგორია პარტიის გეგმა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. ამის შესახებ განცხადება პარლამენტში ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

შაბათს შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ძალა ერთობაში, საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს" განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ერთვება საპარლამენტო საქმიანობაში და ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

დეკანოიძის თქმით, ენმ დღესვე დააინიცირებს და დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას  დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი