
დესტრუქციულ ძალებში "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ენმ და მასთან დაკავშირებული პარტიები თუ მედიასაშუალებები სახელმწიფო სტაბილურობას ანგრევენ.
ჩემს გამოსვლაში ყველაფერი რაც ვთქვი და რაც უკავშირდება დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათთან დაკავშირებულ, პოლიტიკურ პარტიებს და მათ პარტიულ ტელევიზიებს, ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებას და ჩვენს სახელმწიფო სტაბილურობას. რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას ეს მომდინარეობს "ნაციონალური მოძრაობისგან", ამ დესტრუქციული ძალისგან, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში 40-წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო.