ხმაური ბათუმის მერიაში - პოლიციას ოპოზიციის დეპუტატები ძალის გამოყენებით გაჰყავს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირებაა ბათუმში ოპოზიციის დეპუტატებსა და სამართალდამცველებს შორის - ამ წუთებში სამართალდამცავებს ოპოზიციის წევრები მერიიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ. 

"ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მათთან შესახვედრად არჩილ ჩიქოვანი არ მივიდა. ოპოზიციონერები ჩიქოვანის კაბინეტის წინ, ბრიფინგის ოთახში შევიდნენ, საიდანაც პოლიციამ მათი ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს.

"ეს არის ნათელი მაგალითი სახეახეული ჩიქოვანის. ჩემს უიფლებამოსილებას ხომ არღვევ, პოლიცია ხომ მომიქსიე, კორუმპირებულო და ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილო ადამიანო. ეს პოლიციელებიც არიან ივანიშვილის გოშიებო",- ამბობს რეზო ხარაზი, საკრებულოს დეპუტატი. 

ცნობისთვის, ოპოზიციას კითხვები არჩილ ჩიქოვანთან აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით აქვს. მათ აინტერესებთ რატომ არ წყდება სამუშაო პროცესი ე.წ. ჩინურ კვარტალში, რომელშიც აუდიტის დასკვნის მიხედვით, უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. 

ამავდროულად არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რაც ამ დრომდე არ სრულდება. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები არ სრულდება, რის გამოც ყოველი შტორმისა და უამინდობის დროს პრობლემები იქმნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი