UEFA-მ ინფრასტუქტურა დაუწუნა ფოთის სტადიონს, რომელზეც 8.5 მლნ დაიხარჯა და 8 წელია შენდება - "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

UEFA-მ გადაიფიქრა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარება. მიზეზად არსებული ინფრასტრუქტურა დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონს 2013 წლიდან რეაბილიტაცია უტარდება და მასში დღემდე 8.5 მილიონი ლარია დახარჯული. 

ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს, რომელიც წერს, რომ რეაბილიტაციაში სხვადასხვა დროს ჩართულმა ორმა კომპანიამ ფოთის მერიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები, ჯამში 1.2 მილიონი ლარი მიითვისეს.

"მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების თარიღად ფოთის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 6 ოქტომბერი (“ელიტა ბურჯის” ჩატარებული სამუშაოები) გამოაცხადა, ხოლო 2021 წლის აპრილში გვამცნო, რომ სტაიდიონზე სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ფაქტია, რომ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მერვე წელსაც საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენებული არ არის და ამას უეფაც აღნიშნავს",- ნათქვამია განცხადებაში. 

სტადიონი "უეფას" მესამე კატეგორიის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა UEFA-მ ინფრასტრუქტურა დაიწუნა.

"თავდაპირველად ჩემპიონატის (ევრო 2023-ის) ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება", - ვკითხულობთ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

სტადიონის რეაბილიტაციისთვის ჯამში სხვადასხვა დროს 4 ტენდერი იყო გამოცხადებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი