დეპუტატების კოვიდინფიცირების გამო, პარლამენტში კომიტეტის სხდომა ვერ ტარდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა დეპუტატების კოვიდინფიცირების გამო გადაიდო. 

სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების: ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ. 

"ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის წევრები პარლამენტში ვერ მივიდნენ და შესაბამისად, კვორუმი ვერ დგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი