რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნოდარ შეროზია აირჩია.
ნოდარ შეროზია სხდომაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მან 18 ხმა მიიღო. პარტია "საქართველოსთვის" წევრს მხარი საკუთარი პარტიისა 2-მა და "ნაციონალური მოძრაობის" 16-მა წევრმა დაუჭირა.
"ქართული ოცნების" წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და არც საკუთარი კანდიდატი წარადგინეს.
ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.