"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა სამედიცინო კანაფი დათესეს. პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, თესლები, რომლებიც მათ პირდაპირ ეთერში დათესეს არანაირ ნარკოტიკულ ნივთიერებას არ შეიცავს და ის არაერთი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება.
მათი მიზანია საბოლოო ჯამში CBD-ს შემცველი პროდუქტები ლეგალური იყოს, ასევე, სასჯელი არ შეეხოს დათესვას, კულტივიზაციასა და გაზრდას.
"მე მინდა, რომ გავაგზავნოთ სამხარაულში კონკრეტული ნიმუში, რომ იქიდან მოვიდეს დასკვნა, რომ არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება ამაში არ არის", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განცხადებით, ციკლებად Facebook live-ში ყველას აჩვენებენ როგორ გაიზრდება მცენარე, რა ეტაპებს გაივლის, ასევე, მისგან ზეთის გამოხდას.