წინასწარი ინფორმაციით, გორში, 82 წლის გოგია მეგრელიშვილმა, შვილს, გოგიტა მეგრელიშვილს 30- ზე მეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. შემთხვევა გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში მოხდა.
ოჯახს დაპირისპირების მიზეზებზე საუბარი უჭირთ, ისინი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
არაოფიციალური ინფორმაციით კი, მამა-შვილს შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე, გუშინ დაიწყო. დღეს კი, დანით შეიარაღებული 82 წლის მამა, 47 წლის შვილს მძინარეს დაესხა თავს და დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შვილის დაჭრაში ბრალდებული, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: