დაზიანებული აქვს ფილტვი, კუჭი, პანკრიასი, მდგომარეობა მძიმეა - "გორმედი" დაჭრილზე

გამოქვეყნდა:

გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკა "გორმედის" ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე.

"გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. ნაკვეთი ჭრილობების შედეგად დაზიანებული აქვს ფილტვი, კუჭი, პანკრიასი. ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები. თავის, ორივე  ხელის მტევნის, წინა მხრის და უკანა მტევნის ნაკვეთი ჭრილობები. არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა და მოთავსებულია რეანიმაციაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" აცხადებენ გორმედში.

​დაჭრაში ბრალდებულია მამა, რომელიც პოლიციამ დააკავა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი