
ღარიბაშვილი ივანიშვილის "კლოუნებს" შორის პირველ ან მეორე ადგილზეა, სამარცხვინო "კლოუნობის" საკითხში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თავდაცვის მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
ამბობს, რომ წულუკიანის არ იყოს, ირაკლი ღარიბაშვილი არის სიმბოლო, როგორი არ შეიძლება იყოს თავდაცვის მინისტრი, საერთოდ პოლიტიკოსი, მაგრამ განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც შეიარაღებული ძალები აბარია.
ის ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო „კლოუნობის“ საკითხში და მან პარლამენტში მისვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. კაცმა ქვეყნის პრობლემებისა და ჩვენი გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად მის რეპუტაციაზე და იმაზე ილაპარაკა, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო. მართლა პირველყოფილი შეხედულებების ადამიანია. საკუთარი რეპუტაცია მას ჰგონია, რომ არის იგივე რაც ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების რეპუტაცია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. მართლა ასე ჰგონია ამ კაცს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმშიც კი კორუფციისა და ნეპოტიზმის სიმბოლოდ იქცა, - ამბობს ბოკერია.