უკრაინის შსს-მ დააკავა პირები, რომლებიც დესტაბილიზაციის მიზნით, არეულობას გეგმავდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის აცხადებს, რომ გუშინ, კიევის მახლობლად დააკავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით, არეულობას გეგმავდნენ

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ კი ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა.

როგორც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, დაკავებულები აპირებდნენ საპროტესტო აქციების მოწყობას როგორც კიევში, ასევე რამდენიმე ქალაქსა და რაიონში, მათ შორის სუმის, ჩერნიგოვოსა და ჩერკასის ოლქში. ისინი კონკრეტულ ანაზღაურებას სთავაზობდნენ მოქალაქეებს, რათა აქციებზე, პოლიციასთან შეტაკებები მოეწყოთ.

უკრაინის შსს-ს ცნობით, იგეგმებოდა პოლიციელებზე და სახელმწიფო შენობებზე თავდასხმა.

უკრაინის შსს-ში აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებები ჰიბრიდული ომის ნაწილი და მეთოდებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი