"შეუშვით პირადი ექიმი სააკაშვილთან!" - ამ სახელწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. "მიშას სექტორის" წევრები მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვას ითხოვენ და ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
ცნობისთვის, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევა. მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე არც ალტერნატიული კონსილიუმის წევრები ყოფილან.