რუსი ოპოზიციონერი თბილისში არ შემოუშვეს. ინფორმაციას დიმიტრი გუდკოვი ფეისბუქით ავრცელებს. მისი თქმით, დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები დიპლომატებთან და აქტივისტებთან:
კიევიდან თბილისში ჩავფრინდი. სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი კიევში დეპორტაციის შესახებ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს, ოფიციალური მოწვევით მოვედი. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა-განმარტებები არ არის, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობა. ყველას ესმის, მაგრამ..." წერს გუდკოვი