ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას სამი მიმართულებით აკვირდება - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ  ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას სამი მიმართულებით აკვირდება - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ არის დაცული მისი ფუნდამენტური უფლებები და რამდენად სათანადოა სამართლებრივი პროცესი მის საქმეებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვიცი, რომ ის რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა მედიკოსების ჯგუფმა მოინახულა. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს“, - განაცხადა ელჩმა.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავში გადაყვანის შემდეგ, მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს არ მოუნახულებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი