შსს-მ 2020 წელს 80,5 მლნ ლარის დანამატი გასცა

გამოქვეყნდა:

პანდემიურ 2020 წელს სახელმწიფო უწყებებში დანამატის სახით ჯამურად 248,8 მლნ ლარი გაიცა. მათ შორის, ყველაზე მეტი - 80,5 მლნ ლარი, შსს-მ გასცა.

უწყებების მიერ 2020 წელს გაცემული დანამატების შესახებ, ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს:

  • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1 მლნ ლარი
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 91 185 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია -316 477 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 31 650 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო -2,8 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 103 782 ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 57 176 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 5,2 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 6,6 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 5 627 ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 10, 7 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 80,5 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1,5 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2020 წელს ჯერ კიდევ ერთ უწყებას წარმოადგენდა) - 929 671 ლარი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი