გერმანიაში ორი პოლიციელი მოკლეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში ორი პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მოხდა, BBC-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერეს, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. 

შემთხვევას 29 წლის კაცი და 24 წლის ქალი ემსხვერპლნენ, რომელიც ჯერ კიდევ პოლიციის აკადემიის სტუდენტი იყო. 

თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უცხოებს ავტომობილი არ გაუჩერონ, მათი თქმით, სულ მცირე ერთი ეჭვმიტანილი შეიარაღებულია. 

მომხდარის დეტალები და მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი