
ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა, რომ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც შეუძლია, მისწვდეს აშშ-ის ტერიტორია გუამს, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ მანამდე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შეწყვეტს გრძელი რადიუსის და ბირთვული იარაღის გამოცდაზე მორატორიუმს.
ფხენიანმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე შვიდჯერ მოაწყო იარაღის გამოცდა, რაც მის მიერ იარაღის გამოცდის სარეკორდო მაჩვენებელია.
როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტო აცხადებს , Hwasong-12-ის გამოცდის მიზანი რაკეტის სიზუსტის შეფასება იყო.