
გერმანიაში ორი პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული 38 წლის კაცი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, შესაძლო თანამზრახველების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
ეჭვმიტანელი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ სულცბახში დააკავეს. შემთხვევა 31 იანვარს ადგილობრივი დროით 4:20 საათზე მოხდა.
საგზაო მოძრაობის პატრულირებისას პოლიციამ ერთ-ერთი მანქანა გააჩერა, იქ მყოფმა პირებმა კი სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას 28 წლის კაცი და 24 წლის ქალი ემსხვერპლა.