თუ რუსეთი უარს იტყვის დიპლომატიაზე და უკრაინაში შეიჭრება, მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გადაწყვეტს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. განცხადება ბაიდენმა გაეროს უშიშროების საბჭოზე გააკეთა, მას თეთრი სახლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ რუსეთი დიალოგის გზას აირჩევს, აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან ამ კუთხით ძალისხმევა არ დაიშურონ.

"თუ რუსეთი გულწრფელად განიხილავს უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას დიალოგის გზით, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ ძალისხმევას არ დაიშურებს. თუ რუსეთი აირჩევს, რომ უარი თქვას დიპლომატიაზე და თავს დაესხას უკრაინას, რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობები და დადგება სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე.  შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები, აგრძელებენ მზადებას ყველანაირი სცენარისთვის. მსოფლიომ ნათლად უნდა დაინახოს რუსეთის საფრთხისშემცველი ქმედებები და იყოს მზად უპასუხოს იმ რისკებს, რომლებიც ყველა ჩვენგანის წინაშეა. უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა კრიტიკული ნაბიჯია იმისთვის, რომ მსოფლიომ ერთხმად მხარი დაუჭიროს: ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, სამხედრო დეესკალაციას, დიპლომატიის, როგორც საუკეთესო გზის, მხარდაჭერასა და ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ მეზობლების მიმართ სამხედრო აგრესიაზე უარის თქმას",-ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი