ბრიჯიტ ბრინკი, რომლის ელჩად დანიშვნაზეც "ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა, უკრაინაში ამერიკის ელჩად ინიშნება

გამოქვეყნდა:

ბრიჯიტ ბრინკი, რომლის ელჩად დანიშვნაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, უკრაინაში ამერიკის ელჩად ინიშნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბრინკის ელჩად წარდგენას უახლოეს მომავალში გეგმავს, თუმცა ამჟამად უკრაინის მთავრობის დასტურს ელოდება. 

ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში და უკრაინის მთავრობას მის ელჩად დანიშვნაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, - წერს გამოცემა ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. CNN-ის ცნობითვე, ელჩის კანდიდატურაზე შესაბამისი ქვეყნის მთავრობის დასტური სტანდატული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. 

დღეს, გამოცემას უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ბრიჯიტ ბრინკის შესწავლას განაგრძობს. 

საქართველოს ხელისუფლებამ კი აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა 2019 წლის ნოემბერში დაბლოკა. მაშინ აშშ-ის კონგრესში თქვეს ისიც, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ მისი კანდიდატურა მისი მიხეილ სააკაშვილთან ნაცნობობის გამო დაბლოკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი